სიახლე სკოტებში - კაპიტანი სტიუარტ ჰოგი იქნება

გრეგორი თაუნსენდს ახალი კაპიტნის დიდი იმედი აქვს

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ექვსი ერის გათამაშებისთვის 38-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მთავარი სიახლე ისაა, რომ გუნდის კაპიტანი ფულბეკი სტიუარტ ჰოგი იქნება.

 

”სტიუარტი შოტლანდიის ნაკრებში მუდამ თავდადებით თამაშობს. მას მტიკცედ აქვს გადაწყვეტილი ყველა ღონე იხმაროს რათა შოტლანდიის ნაკრებმა უკეთ ითამაშოს. ის მართლაც ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და გამუდმებით პროგრესირებს. სწორედ მისი სურვილი იყო პასუხისმგებლობის რაღაც ნაწილი ეკისრა და კაპიტნის რანგში გუნდის განვითარებაზე ეზრუნა” - თქვა გრეგორ თაუნსენდმა.

 

შოტლანდია

შერკინება: საიმონ ბერგანი, ჯიმი ბათი, მაგნუს ბრედბერი, ფრეიზერ ბრაუნი, ალექს კრაიგი, ლუკ კროსბი, სკოტ კამინგსი, ალან დეილი, კორნელ დუ პრი, ზანდარ ფერგუსონი, გრანტ გილჩრისტი, ტომ გორდონი, ჯონი გრეი, ნიკ ჰაინინგი, სტუარტ მაკნელი, ვილემ ნელი, ჯეიმი რიტჩი, რორი სუტერლანდი, ბენ ტულისი, ჯორჯ ტერნერი, ჰემიშ ვოტსონი

უკანა ხაზი: დარსი გრემი, კრის ჰარისი, ადამ ჰასტინგსი, სტიუარტ ჰოგი, ჯორჯ ჰორნი, რორი ჰატჩინსონი, სემ ჯონსონი, ჰიუ ჯონსი, ბლერ კინგჰორნი, შონ მითლენდი, ბაიორნ მაკგიგანი, ალი პრაისი, ჰენრი პირგოსი, ფინ რასელი, მეთ სკოტი, კაილი სტეინი, რატუ ტაგივე