ჯიმი რობერტსი სტორმერზში გადადის

უელსელი ინგლისს დატოვებს და სამხრეთ აფრიკაში გადაბარგდება

უელსის ნაკრების ყოფილი შუამარბი ჯიმი რობერტსი, რომელიც ამჟამად ინგლისური ბასის ღირსებას იცავს, ზე რაგბიში მოასპარეზე კეიპთაუნის სტორმერზში გადადის. ის ინგლისურ გუნდს დაუყოვნებლი დატოვებს, როგორც კი ზე რაგბის გათამაშება დაიწყება.

 

ჯიმი რობერტსის ადგილს ბასში ნიუკასლ ფალკონზის ფიჯელი შუამარბი ჯოშუა მატავეზი დაიკავებს. რობერტსმა ეროვნულ გუნდში 94 კეპი მოიხვეჭა. ბასში კი, ჰარლიქვინზიდან 2018 წელს გადავიდა და 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

”ჩემთვის დიდი პატივი იყო ბასის კვართით მეთამაშა. ვაფასებ ყოველ წუთს გატარებულს ამ კლუბში. ბასი განსაკუთრებული გუნდია და იქ თამაში ძალიან მომენატრება” - თქვა ჯიმი რობერტსმა.