სერონეს ისტორია - რთული ბავშვობიდან მაკგრეგორთან შერკინებამდე

კონორის მომავალი მეტოქე მშობლების გარეშე გაიზარდა - მას ურთულესი ბავშვობა ჰქონდა

დონალდ სერონემ წარმოუდგენლად რთული ბავშვობა გამოიარა: მას მუდმივი კონფლიქტები და პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, მცირე ასაკში მას ყურადღების ნაკლებობის სინდრომი დაუდგინეს.

 

პატარა დონალდის მდგომარეობა მშობლების განქორწინებამ დაამძიმა. მას შემდეგ ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად რანჩოზე იზრდებოდა.

 

ადრეულ ასაკში ექიმებმა მას ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა დაუდგინეს. ბავშვობიდანვე ის ტანდაბალი იყო, რის გამოც მას ხშირად სცემდნენ.

 

„ვერც კი ვხვდებოდი, რომ ნელნელა ვგიჟდებოდი. ჩვეულებრივი ბიჭუნა ვიყავი, რომელმაც არ იცოდა, მისი მიზანი რა იყო - ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. შავსა და თეთრს ვერ ვარჩევდი“, - იხსენებს სერონე.

 

მშობლების განქორწინების შემდეგ დონალდი საცხოვრებლად ბებიისა და ბაბუის რანჩოზე გადავიდა. ბაბუამისი, დონალდ სერონე უფროსი (სერონეს სწორედ მისი სახელი ჰქვია), განათლებით ექიმი იყო. ის ქალაქ დენვერის მახლობლად ოჯახის ექიმად მუშაობდა.

 

დონალდი უმცროსი ჯერისთან ერთად

 

 

სერონეს სიცელქემ ჯერის და დონალდ უფროსს მშვიდი სიბერე არ აღირსა.

 

ერთხელაც ბებიას პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დონალდი მათ ოფისში ფარულად შევიდა და არეულობა მოაწყო. მსგავსი შემთხვევა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ამას ყურადღების დეფიციტის სინდრომის იწვევდა - პატარა დონალდს კონკრეტულ რაღაცაზე ყურადღების გამახვილება უჭირდა. მას მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ბაბუამისი ამის წინააღმდეგი იყო.


„ექიმებს ამ ბიჭის ტაბლეტებით გაჭყიპვა სურთ. მათ უნდათ, რომ ის მშვიდი იყოს, მაგრამ ის ასეთი ვერ იქნება. იცით რატომ? დონალდო ნამდვილი კოვბოია“, - ამბობდა უფროსი დონალდი.

 

 

ასაკის მატებასთან ერთად სერონეს ხასიათს ვერაფერი ეშველა. მას მუდმივი ჩხუბი, პრობლემები და ხულიგნობა თან ახლდა, რის გამოც ის პოლიციის განყოფილების ხშირი სტუმარი იყო.

 

„დონალდი 7 სხვადასხვა ციხიდან მყავს გამოყვანილი. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის ნამდვილი კოვბოი იყო. მას არასდროს ვსჯიდით, მხოლოდ ვუხსნიდით, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“, - იხსენებს ბებიამისი.

 

ერთხელ ის ორმა პოლიციელმა ხელბორკილებით დააბა, რის შემდეგაც მას სასტიკად სცემეს. ჯერის ამბობს, რომ ამ შემთხვევამ მასზე მძიმედ იმოქმედა. ბებია შვილიშვილის მოჩხუბრის სისხლიან კარიერას საბოლოოდ შეეგუა.

 

„როდესაც მას მორიგი ბრძოლა უწევს, ვფიქრობ - ამჯერად მას ერთი-ერთზე ეჩხუბებიან, თანაც ხელბორკილს ვერავინ დაადებს“, - თქვა ბებიამისმა.

 

სამწუხაროდ, სერონეს პროფესიონალურ დებიუტს ბაბუამისი ვერ მოესწრო - დონალდ უფროსი შვილიშვილის დებიუტის დღეს გარდაიცვალა. 2010 წელს მას დაუბრუნდა სიმსივნე, რომელსაც ის 50 წლის განმავლობაში ებრძოდა. ბაბუამ იცოდა, რომ ეს დაავადება ფსიქოლოგიურად დაარტყამდა და ხელს შეუშლიდა მის შვილიშვილის, ამიტომ მას დაპირდა, რომ არ გარდაიცვლება იქამდე, ვიდრე სერონე UFC-ში მოხვდება.

 

 

2011 წლის 5 თებერვალს დონალდ უმცროსს UFC 126-ში დებიუტო ჰქონდა. სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა ბაბუამისი.

 

შეგახსენებთ, სერონე კონორ მაკგრეგორს 19 იანვარს დაუპირისპირდება.