ფედე ვალვერდე - ბერნაბეუს ახალი კერპი

ვალვერდემ და კაზემირომ რეალის დაცვაში ნამდვილი კედელი ააშენეს

რეალმა 2015 წელს ვალვერდეს ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაიხადა. მაშინ ფედე სამეფო გუნდს ვერ შეუერთდა, რადგან ჯერ 18 წლის არ იყო, 5 წლის შემდეგ კი მადრიდელი გულშემატკივრების კერპი გახდა. 

 


მან პირველად მაშინ გაიბრწყინა, როდესაც კასტილიაში თამაშობდა და დეპორტივოში იჯარით გადასული ჯერ კიდევ არ იყო, 2018/19 წლების სეზონის სტარტი კი დამაჯერებელი ვერ გამოუვიდა. 

 


მართალია სანტიაგო სოლარი მას გარკვეულ დროს აძლევდა, თუმცა ურუგვაელმა თავი ზიდანის დაბრუნების შემდეგ გამოავლინა. 

 


2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ფრანგ სპეციალისტს პოგბას შეძენა სურდა, რადგან თვლიდა, რომ კიდევ ერთი კვალიფიციური ნახევარმცველი სჭირდებოდა. ეს მანამ იყო, სანამ მოედანზე ვალვერდე გამოჩნდებოდა და იმ ხარისხის თამაშს აჩვენებდა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი მოითხოვდა. 

 


სეზონის ცუდი სტარტის მიუხედავად - პსჟ-თან განადგურება, ბრიუგესთან სუსტი შეხვედრა - მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერ თასის მოგება მაინც მოახერხა, რომლის ცენტრშიც ახალგაზრდა ურუგვაელი იყო. 

 


მისი დამსახურება მხოლოდ ის არ არის, რომ წითელი ბარათის ფასად მორატას გოლი არ გაატანინა, არამედ ისიც, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კაზემიროს ტონუსში ამყოფებს. 

 

 


დღეს რეალი ლა ლიგას სათავეში რომ უდგას, ესეც, პირველ ყოვლისა, ვალვერდეს დამსახურებაა. ნახევარდაცვაში მისი ენერგია ლუკა მოდრიჩის დატოვებულ სივრცეებსაც ავსებს. 

 


ფედესა და კაზემიროს ბევრმა შრომამ ტონი კროოსს ხელ-ფეხი გაუხსნა და საშუალება მისცა უფრო მეტად კრეატიული გამხდარიყო. 

 


ფლორენტინო პერესი არასდროს ყოფილა ის ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებში დიდი ფულის დახარჯვას ერიდებოდა, თუმცა ნეიმარში გადახდილმა 222-მა მილიონმა ბაზარი დიდწილად შეცვალა. 

 


დღეს რეალი მსოფლიოში ყველაზე მხარჯველი კლუბი აღარ არის და ისეთი თვითკმარი ფეხბურთელები სჭირდება, რომლის აღზრდასაც შეძლებენ და მომავალში სარგებლის მომტანნი იქნებიან. ისეთები, როგორიც ფედე ვალვერდეა. 
ფეხბურთელი, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდა, რეალისთვის დაახლოებით 120 მილიონ ევროიანი შეღავათია, ის ფული, რომელიც გუნდს მომავალში აუცილებლად გამოადგება. 

 


ლა ლიგა როდესაც დაიწყო, ვალვერდეს ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა. ის და კაზემირო ერთად მოედანზე მხოლოდ მეექვსე ტურში გამოჩნდნენ. 

 


ფედეს ძირითადში დამკვიდრება იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელი სასტარტო ფეხბურთელად აღარ ითვლება, თუმცა მისი ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

 

 


ამ დუეტმა სასტარტოში ერთად 13 შეხვედრა ითამაშა და მარცხის გემო ჯერ არ იციან - 9 გამარჯვება და ოთხი ფრე; გატანილი 30 გოლი, მიღებული კი მხოლოდ - 4.

 


ფედემ და კაზემირომ რეალის დაცვაში ნამდვილი კედელი აღმართეს. აზარის ტრავმის შემდეგ, გუნდს შეტევაში გაუჭირდა და, ვალვერდე რომ არა, ეს მათთვის მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა. ფედესთან ერთად გუნდი მებრძოლ სულსა და ტიტულებისკენ სწრაფვას არ კარგავს.