ვარანი: ზიდანი ყოველთვის პოზიტიური და თავდაჯერებულია

რატომ არის რთული იყო რეალის ფეხბურთელი?

რეალის ცენტრალურმა მცველმა, რაფალ ვარანმა ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდელებთან ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც იქ შეეძლო, საფრნაგეთის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

"ზიზუ ჩემთვის მაგალითია. 

 

ის ყოველთვის მშვიდი, პოზიტიური და საკუთარ თავში დაჯერებულია. უყურებ და ფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა"

 

რეალის ფეხბურთელად ყოფნა მარტივი არ არის, ამ დროს გულშემატკივრები და ანალიტიკოსები შენ ყოველ დღეს გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებიან

 

"რეალის ფეხბურთელად ყოფნა ნიშნავს, რომ შეცდომების ლიმიტი ძალიან დაბლა გაქვს დაწეული. 

 

ჩვენ ვიცით დაცვის ხაზი მაღლა როგორ უნდა გავავლოთ და მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ. ეს ყველაფერი უფრო რთულია, როდესაც შენ უკან 50 მეტრი თავისუფალი სივრცეა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ურთიერთგაგება უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი," - თქვა ვარანმა