ქARTული კალათბურთიც ასწორებს

დიპლაროსი აქ კლასით პირველია. ბიჭი სხვაგან არის. 

ქორქია/საკანდელიძის მემორიალზე ჯერ ჯგუფური ეტაპი მიდის და ფლეი ოფიდან ჩვენც მივაწვებით, უფრო დეტალურად ჩავუჯდებით საინტერესო ტურნირს.

გუშინ, ქუთაისმა ბათუმს მოუგო. უკეთ ითამაშა და მოუგო. ბათუმს რომ გადაეჯოკრა, პირიქით მოგახსნებდით. ორი თანაბარი ძალის გუნდი შეასკდა ერთმანეთს.

ქუთაისმა 102:93 დასვა. მოიგო ყველა მეოთხედი.

და, რატომ კონკრეტულად ეს თამაში?

ეს იყო საუკეთესო კალათბურთი საქართველოში.

ამ ტურნირზე, ამ სეზონში, ამ ტურნირის ისტორიაში (აქ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მაინც).

ამ კალათბურთით ვკაიფობდით ყველა, ვინც ახალ სპორტის სასახლეში ვიყავით. და, მინდა გითხრათ, რომ აუდიტორია სოლიდური იყო.

კოტეს გუნდები ძირითადად, პრაგმატიზმით გამოირჩევიან. ტუღუშს თითქმის ყოველთვის ჰყავს შემადგენლობა, რომელიც მხოლოდ ჩემპიონობისთვის იკვრება. დღეს, ეს შემადგენლობა სიღრმით აგებს რუსთავთან, მაგრამ მაინც გაქაჩავს.

აქ, ბათუმთან, კოტემ თითქოს, აუშვა თავისი გუნდი.მიდით. ბიჭებო შეუებერეთ და მიიღეთ სიამოვნება.

და, ქუთაისმა აკრიფა. ქუთაისი დაფრინავდა და დედას გეფიცებით, ასეთი ლამაზი კალათბურთი გუნდს არ უთამაშია მაშინაც, როდესაც მათთან გიორგი ცინცაძე იყო.

ქუთაისმა მოსაგები მოიგო, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ჩემპიონატის MVP (გიორგისთან ერთად) უკვე არის ბათუმის არანორმალური ფლეიმექერი.

ნიკოლაოს დიპლაროსი.

ბერძნები არ მიყვარს. კარგი ბერძენი გამთამაშებელები - ორმაგად არ მიყვარს. მაქვს მიზეზი.

და, დიპლაროსი აქ კლასით პირველია. ბიჭი სხვაგან არის. იმდენად წინ არის, რომ პარტნიორები ხანდახან ვერ უგებენ.

ხდება ხოლმე.

და, თამაშმა გაასწორა. კლასიკა, რომელიც კოტემ მოიგო. ბათუმი მალე დაბრუნდება.

გიყვარდეთ კალათბურთი. ხანდახან, ის საქართველოშიც ძალიან მაგარია.

ფოტო: www.gbf.ge