ტოჩინოშინი უდანაკარგო ლიდერთან დამარცხდა

ტოჩი მამაცი გულია და, როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლებს...

ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი ერთპიროვნულ ლიდერ შოდაის დაუპირისპირდა. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი შერკინებები ყოველთვის არაპროგნოზირებადია - 7:8-ზე იაპონელი სუმოტორის სასარგებლოდ. 

 

დღეს ლევანი ცუდ ფორმაშია, ტრავმები აწუხებს, გაციების გამო სათანადოდაც ვერ მოემზადა და, რა გასაკვირია, დაუმარცხებელმა შოდაიმ მისი ძლევა მარტივად რომ მოახერხა. 

 

კიმარიტე (ილეთი) - იორიკირი


ამ მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინის ბალანსი 2:4-ზე აქვს, პროგრამა მინიმუმი კი ამ ბაშოზე 8 გამარჯვების მოგროვებაა...

 

ხვალ, ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 10-7-ს ამარცხებს..