შოთა არველაძემ ცნობილი შვეიცარიელი დაიმატა

ცნობილი შვეიცარიელი ფორვარდი გადავიდა შოთა არველაძის გაწვრთნილ ფახთაქორში.

საუბარია ერენ დერდიოკზე, რომელიც ბოლოს თურქულ გიოზთეფეში თამაშობდა და აშკარად მოუკლო, თუმცა უზბეკეთის ჩემპიონატში, ალბათ, დიდი ძალა იქნება.  

 

დერდიოკი 31 წლისაა. 18 წლის იყო, როცა უემბლიზე ინგლისის ნაკრებს გოლი გაუტანა. სხვათა შორის, შოთას გაწვრთნილ გუნდში ადრეც თამაშობდა: ქასიმფაშაში.

 

დერდიოკმა საუკეთესო სეზონები ბაზელსა და ლევერკუზენში გაატარა.