ბარსელონას "ახალი კაფუ" სურს (+Video)

ბარსელონას ბრაზილიელი მარჯვენა მცველის შეძენა სურს. საუბარია კურიტიბას 17 წლის ტალანტზე, იან კოუტოზე.

 მას სამშობლოში „ახალ კაფუს“ ეძახიან.

 

იან კოუტო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17-წლამდელებში. ბარსა მზადაა, 5 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა კურიტიბა ამ თანხას არ თანხმდება და გარდა ამისა, შემდგომი გაყიდვიდან ითხოვს წილს.

 

ბრაზილიელი ლევერკუზენსა და არსენალსაც სურთ.