ხორვატების ესპანელი იტალიაში

ოლმო მილანში

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ზაგრების დინამოს ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმო კარიერას მილანში გააგრძელებს. 

იტალიელები ესპანელი ფეხბურთელის სანაცლოდ ხორვატულ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან და ზედაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 5 მილიონს ბონუსის სახით დაამატებენ.  ერთი ამდენიც ზაგრებში ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან გადაირიცხება.

 

თავად ოლმო როსონერისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის სანაცვლოდაც 12.5 მილიონ ევროს მიიღებს. 

ადრე, ოლმოს მიმართ ბარსელონას ინტერესზე ამბობდნენ, მაგრამ საქმე შუა გზაში ჩაიშალა. არადა, 21 წლის ფეხბურთელი სწორედ კატალონიური სკოლის აღზრდილია. 

ოლმომ მიმდინარე სეზონის 22 მატჩში რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა.