ლოჩოშვილი კიევის დინამოს დაშორდა

კიევის დინამო და ლუკა ლოჩოშვილი შეთანხმდნენ: კონტრაქტი გაწყდა და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. 

ამის შესახებ კიევის დინამომ გამოაცხადა. ლოჩოშვილმა 2017 წლის აგვისტოში გააფორმა ხელშეკრულება კიეველებთან, მაგრამ ისე მოხდა, რომ გუნდში ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. მერე ლუკა გაანათხოვრეს სლოვაკურ ჟილინაში, სადაც ასევე არ უწევდა თამაში.

 

ლოჩოშვილი თამაშობდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია.