მოურინიო: შემოთავაზება არ ყოფილა

პორტუგალიელმა ერიკსენის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრისტიან ერიკსენის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დანიელ ნახევარმცველს მილანინ ინტერს აქტიურად უკავშირებენ.


„ერიკსენი? ამ ამბავზე მის აგენტსა და ინტერს ჰკითხეთ, რადგან ჩემზე მეტი ინფორმაცია სწორედ მათ აქვთ. სავარაუდოდ, ისინი შემოთავაზებას ამზადებენ, რომელიც ჯერ არ გაუკეთებიათ.


კრისტიანი მოედანზე ბოლომდე იხარჯება. დიახ, მინდორზე კონცენტრაციასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები იყო, თუმცა ეს ნორმალურია - 31 იანვრამდე ის გაურკვეველ ვითარებაში იქნება.


ჯერაც ვერ ვხვდები, ეს ოპტიმიზმი საიდან მოდის. ყოველკვირა ადამიანები ამბობენ, რომ ერიკსენი ტოტენჰემის შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას ატარებს, რაც სრული აბსურდია. მინდა გითხრათ, რომ ის ხვალაც ითამაშებს“, - თქვა მოურინიომ.


შეგახსენებთ, იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მილანური გრანდი დანიელის გაფორმებასთან ახლოსაა. წყაროს ინფორმაციით, ინტერის თავკაცი, ანტონიო კონტე ამ ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული.