კლოპი: იმედია კავანის ვერ გაიფორმებენ

იურგენ კლოპმა ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ატლეტიკოში ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. გარდა ამისა, გერმანელმა სპეციალისტმა მადრიდელთა შეტევის ხაზზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მერსისაიდელები სიმეონეს გუნდს შეხვდებიან.

 

„მორატა და ჟოაო ფელიქსი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. რაც შეეხება დიეგო კოსტას, როგორც ვიცი, მას დაზიანება აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ატლეტიკოს შეტევის ხაზი მრისხანედ გამოიყურება. იმედი მაქვს, რომ ისინი კავანის არ გაიფორმებენ. ურუგვაელი მათ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს, მაგრამ მის გარეშეც ჩვენ ურთულესი მეტოქე გვყავს.

 

ატლეტიკოს თამაშის სიღრმისეულ ანალიზზე ჯერ არ გვიმუშავია, მაგრამ ეს გუნდი არაერთხელ მინახავს და ვიცი, რომ ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

 

პირველი მერვედფინალური შეხვედრა ვანდა მეტროპოლიტანოზე 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, 12 მარტს ლივერპული სიმეონეს შეგირდებს ენფილდზე უმასპინძლებს.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ატლეტიკოში ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მერსისაიდელები სიმეონეს გუნდს შეხვდებიან.
 
„მორატა და ჟოაო ფელიქსი უდიდეს საფრთხეს ისედაც წარმოადგენენ. რაც შეეხება დიეგო კოსტას, როგორც ვიცი, მას დაზიანება აქვს. რაც არ უნდა იყოს, ატლეტიკოს შეტევის ხაზი მრისხანედ გამოიყურება. იმედი მაქვს, რომ ისინი კავანის არ გაიფორმებენ. ურუგვაელი მათ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს, მაგრამ მის გარეშეც ჩვენ ურთულესი მეტოქე გვყავს.
 
ატლეტიკოს თამაშის სიღრმისეულ ანალიზზე ჯერ არ გვიმუშავია, მაგრამ ეს გუნდი არაერთხელ მინახავს და ვიცი, რომ ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.