წითელი მანქანა დადგა და მაინც მოიგო

თორნიკეს ბევრი მოგება გვინდა და ალბათ, ამ გუნდით ეს არ გამოვა.

ცსკამ ბასკონიას 94:90 დაუსვა.

თორნიკე შენგელიამ 12 ქულა, 5 პასი, 1 დაფარება გაშანსა, მაგრამ ბასკონიამ თამაში ვერ გადაარჩინა. ბოლო წუთებზე რუსული ტანკი იდგა და ვერ იგერიებდა ესპანელი სნაიპერების ტყვიებს, მაგრამ ბასკონიას დრო არ ეყო.

ბასკონია დროში ჩაიწვა.

ცსკა ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის. და, ერთ-ერთი ფავორიტია.

ბასკონია ინერციით მიდის და გული მწყდება, რომ თორნიკეს კარიერაში საუკეთესო სეზონი შეიძლება, ფლეი ოფისთვის საკმარისი არ იყოს. დიდი შანსია, რომ ბასკონია რვა საუკეთესოში ვერ შევიდეს. ამ კალათბურთით გუნდი ვერ ქაჩავს.

მაიკ ჯეიმსმა ცსკას 33 ქულა მისცა. მაიკი კარგ ფორმაშია, მაგრამ ყოველთვის რისკავს. იქ, ფლეი ოფში ეს სახიფათოა.

ჯეიმსი ალბათ, ამ სეზონში ცსკას საუკეთესო მოთამაშეც გახდება. ჯეიმსი ცსკას ჯოკერია.

ცსკა რეალთან, ეფესთან და ბარსელონასთან ერთად ალბათ, პირველ ოთხეულში უნდა შევიდეს. მაგარი სახიფათოა მაქაბი, მაგრამ ეს ტირანოზავრები წინ არიან.

თორნიკეს ბევრი მოგება გვინდა და ალბათ, ამ გუნდით ეს არ გამოვა.

ცსკამ მოსაგები მოიგო.

წითელი მანქანა ბოლოში დადგა, მაგრამ მაინც მოიგო.

ფავორიტები იგებენ ხოლმე.

თორნიკეს კი, წარმატებები.