შენგელიას სამქულიანი (ვიდეო)

ქართველმა შემტევმა თურქეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა

თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ქონიასპორი, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს ანკარაგუჯიუს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ეს ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა. ლევანი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო, ბურთი კი 92-ე წუთზე შეაგდო. ისიც სათქმელია, რომ ქონიასპორმა ჩემპიონატში 5 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო. 

 

 

შენგელია თურქეთში შარშან ზაფხულში თბილისის დინამოდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა გოლი რამდენიმე დღის წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

 

რაც შეეხება ქონიასპორს, ლევანი და მისი თანაგუნდელები 18 ქულით მე-14 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში ქართველის გუნდი გალათასარაის უმასპინძლებს.