სკანდალი კვიპროსში - მსაჯს ტერაქტი მოუწყვეს

ანდრეას კონსტანტინის მანქანა ააფეთქეს

კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ მსაჯზე თავდასხმა მოხდა. დამნაშავეებმა მის მანქანაში ბომბი დაამონტაჟეს. საბედნიეროდ, აფეთქების მომენტში 33 წლის ანდრეას კონსტანტინი მანქანაში არ იმყოფებოდა.

 

 

გამომძიებლებმა ერთ ფაქტს ყურადღება მიაქციეს - დოქსი-აელის (2:2) შეხვედრის შემდეგ, აელის წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მსაჯის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს.

 

გარდა ამისა, კონსტანტინოსმა აია-ნაპა - პაფოსის შეხვედრაზეც იმსაჯა. მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს აღნიშნული შეხვედრა ჩაწყობილი იყო.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნიქოზიას ომონიას წარმომადგენლებმა FIFA-ს და UEFA-ს კვიპროსის შიდა ჩემპიონატში ჩარევა სთხოვეს. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ადგილობრივი საფეხბურთო მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას იღებდნენ.