იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

ტურინელები პასუხს ელიან

იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. ბოლო ინფორმაციით, მაურისიო სარის ივან რაკიტიჩის დამატება სურს. იტალიური მედია იუწყება, რომ ბიანკონერი მზადაა ბლაუგრანას ხორვატის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკი დაუთმოს. კატალონიელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩის შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება. ბოლო პერიოდში მას სათამაშო დრო მოაკლდა, რითიც ბუნებრივია იგი უკმაყოფილოა. აქვე გეტყვით, რომ იუვენტუსის გარდა მისი გადაბირება პსჟ-ს და მანჩესტერსაც სურთ.

 

იუვენტუსი სერია ა-ში 48 ქულით პირველ ადგილზეა. უახლოეს შეხვედრაში ტურინელები პარმას უმასპინძლებენ.