ბექა ბექაურზე

ნიჭით, იმ დელტაში ყველაზე წინ ბექა ბექაური იყო.

დელტაში საოცარი პერიოდი იყო. ყველას უნდოდა, არავის არ ჰქონდა, ყველა ვარჯიშობდა და მთელი ეს მონდომებული, ერთი ოჯახივით შეკრული  წრე ჩემპიონობით დაიხურა.

ნიჭით, იმ დელტაში ყველაზე წინ ბექა ბექაური იყო.

რომელსაც აფასებდნენ და აკრიტიკებდნენ, რომ ის არასაკმარისად ხშირად შედის სამწამიანში.

რომელსაც ამარაგებდნენ ბურთით და, ხანდახან, არასაკმარისად ენდობოდნენ. რომელიც მაინც ყველაზე ნიჭიერი იყო.

საქართველოს ნაკრების კანდიდატი, რომელიც რბილად, ელეგანტურად ჩაგიგდებს სამიანს და ასევე რბილად, და უფრო ელეგანტურად მიგაფარებს, ჩამოგიღებს მეორე სართულიდან, გაწყენინებს.

მაგარი დადებითი პერსონაჟი, რომელიც კარიერით, ალბათ, მეტს იმსახურებდა, მაგრამ აქ, საქართველოში ბექა ძალიან კარგია. ყოველთვის ძალიან კარგი იყო. ყოველთვის განსაკუთრებულად დარჩება. და, მის გუნდს მნიშვნელობა არ აქვს.

ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ისეთ მოთამაშესთან მუშაობა, როგორც - ბექაურია. უბრალოდ, ყველა ვერ ხედავს, როგორ გამოიყენოს. ლექსო ლაფანაშვილმა დაინახა.  

დღეს, ბექა ქუთაისშია და იგებს. შეიცვალა მისი როლი. ის უფრო სხვებს ათამაშებს. ის უფრო მეტ შედეგიან გადაცემას და ნაკლებ ქულას იღებს, მაგრამ ბექასთვის ეს მოსულა. ბექა პროფესიონალია.

რომელსაც ალბათ, კიდევ ერთხელ გამოიძახებენ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე. რომელიც კიდევ ერთხელ ეცდება სუპერლიგის ფინალის მოგებას.

რომელსაც 18 იანვარს დაბადების დღე აქვს.

კეთილი სურვილები გუნდით და სტატისტიკით არ განისაზღვრება. ბექას წარმატება ვუსურვოთ. ის ხომ ქართული კალათბურთის დიდი ნაწილია.