ტოჩინოშინმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა

ლევანმა ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა

ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოჩინოშინი 2:4-ზე ბალანსით შეხვდა. ქართველის მიზანი 8 გამარჯვების მოპოვებაა, რისთვისაც დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა. მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო. ის ჩვენებურისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, თუმცა ბოლო 4 შეხვედრა ლევანის გამარჯვებით დასრულდა და ამ ორთაბრძოლამდე ურთიერთშეხვედრებში 10:7-ს უგებდა.

 

ქართველმა გოლიათმა ბრწყინვალედ იჭიდავა. მართალია, მისი ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) ჰენკას (თავდაპირველი შეჯახების თავიდან აცილება) ელემენტებს შეიცავდა, თუმცა ტაკარაფუჯი ძალიან დაბალ დგომში წამოვიდა და ლევანს ისღა დარჩენოდა გამარჯვებისთვის ხელი ჩამოერტყა, როგორც მოიქცა კიდეც. კიმარიტე (ილეთი) - ჰატაკიკომი.

 

ჩვენებურის ბალანსი ამჟამად 3:4-ზე აქვს.

 

ჰაცუ ბაშოს მერვე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშის შეერკინება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.