ბენფიკას საოცარი სერია (+Video)
ერთი წელია, რაც ბენფიკა ყველა გასვლით მატჩს იგებს. მიყოლებით, მეტოქის მიუხედავად...
ეს ეხება პორტუგალიურ გუნდებს. ამჯერად არწივებმა სპორტინგს აჯობეს 2:0, ორივე გოლი ბოლო წუთებზე რაფა სილვამ გაიტანა.
ბენფიკას მწვრთნელ ბრუნო ლაჟეს მასპინძლები არ ჰყვარებია. ერთი წლის წინ, 14 იანვარს დაინიშნა პოსტზე და არავის არ ახარებს.