გვარდიოლამ სიტისთან კონტრქტზე ისაუბრა

პეპმა მომავალზე ისაუბრა

სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, 23-ე ტურში, კრისტალ პალასთან შეხვედრამდე, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მას კლუბიდან წასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია

 

„ათასჯერ ვთქვი, სიტიში დავრჩები, ხელმძღვანელობა ჩემ გაგდებას თუ არ გადაწყვეტს. გეგმაში მაქვს, რომ მანჩესტერში შემდეგ სეზონშიც დავრჩე. აქ მუშაობა მომწონს, მაშინაც კი არ წავალ, ლიგას თუ ვერ მოვიგებთ. ჩავარდნა ყველას აქვს, მუდმივად მოგება შეუძლებელია,“ - თქვა პეპმა.