ნეგრედომ მე-6 წამზე გაიტანა (+video)

ესპანელმა ალვარო ნეგრედო გოლი მე-6 წამზე (!) გაიტანა.

 ნეგრედო არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბში, ალ-ნასრში თამაშობს, გოლი კი ალ-აჰლის „უსახსოვრა“.

 

ესპანეთის ნაკრების, სევილიას, ვალენსიასა და მანჩესტერ სიტის ყოფილი ფორვარდი 34 წლისაა. საუკეთესო სეზონები (4 წელი) სევილიაში ჰქონდა.