ანსუ ფატის გზა გაეხსნა

კიკე სეტიენის ხელში ანსუ ფატი როგორ ითამაშებს?

ლუის სუარესს მენისკის ოპერაცია სჭირდება და, ისე ჩანს, სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

 

ურუგვაელთან ერთად, ტრავმის მიზეზით, გუნდს უსმან დემბელეც აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანსუ ფატის ძირითად შემადგენლობაში გზა გაეხსნა.

 

17 წლის ფეხბურთელი ლა მასიას აღზრდილია, რის გამოც გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, ელ სადართან და ვალენსიასთან მისმა თამაშმა კი დიდი მოლოდინი შეგვიქმნა.

 

დეკემბრიდან მოყოლებული ნათამაშები ანსუს სულ 15 წუთი აქვს და კლუბში მეხუთე ფორვარდად განიხილება. ველოდებით, რომ გრანადასთან შეხვედრის წინ, კიკე სეტიენი მესისთან და გრიზმანთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.