ბეილისა და რამოსის გარეშე

ფედეს წითელი, ხამესი, მარიანო, ოდრიოზოლა...

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ბეილი მთელი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, სევილიას წინააღმდეგ ის მაინც ვერ ითამაშებს.

 

პარასკევს სერხიო რამოსმაც ივარჯიშა, თუმცა მისი თამაში გამორიცხულია.

 

რეალის კაპიტანს კოჭის ტრავმა აწუხებს, რომელიც ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში მიიღო. 

 

ფედე ვალვერდე მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, ხამეს როდრიგესი, მარიანო და ალვარო ოდრიოზოლა კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ ითამაშებენ.