რუსული პრესა: რა ხდება ანანიძის საკითხზე

რა ხდება ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით? ჯერჯერობით, არც დენიზლისფორის ვარიანტი მართლდება, არც ტულის არსენალის, არც ტამბოვის... მოსკოვის სპარტაკი შეკრებაზეა და ჯანო გუნდთან ერთად არაა.

აი, რას წერენ რუსეთში ქართველ ნახევარმცველზე:

 

„მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ. ჯერ ვერ თანხმდებიან. ჯანოს ხელშეკრულების დასრულებამდე 17 თვე დარჩა. ფეხბურთელმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა სპარტაკი–2–თან და სავარაუდოდ, 22 იანვარს გაჰყვება გუნდს თურქულ შეკრებაზე.

 

...კომპრომისული გადაწყვეტილება ყველასთვის ხელსაყრელი იქნებოდა. ფეხბურთელი კომპენსაციას და კარიერის სხვაგან გაგრძელების შანსს მიიღებდა, კლუბი კი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხიდან ეკონომიას გააკეთებდა. ახლა კი სპარტაკი–2–ს ჯანოს სახით გამოცდილი ფეხბურთელი შეემატა, რომლის ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე გუნდის ყველა მოთამაშის ერთად აღებული“.