პსჟ კულიბალის წელიწადში 12 მილიონს სთავაზობს

გრანდების რიგი ნაპოლის კართან

L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ ყველანაირად ცდილობს ნაპოლიდან კალიდუ კულიბალის გადაბარებას. პარიზელების შემდეგი მცდელობა სენეგალელის მოხიბვლას ემსახურება და წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობენ.

 

პსჟ-ს გარდა, ნაპოლის წინადადებით არსენალმა და მანჩესტერმაც მიმართეს.

 

მიმდინარე სეზონში, კულიბალიმ მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო. ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, მისი ღირებულება 75 მილიონი ევროა, ნაპოლისთან კონტრაქტი კი 2023 წლამდე აკავშირებს.