მარცხი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებთან

წინ პლეი ოფია...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტურნირის ერთერთ ფავორიტს - იტალიას შეხვდა. საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრები პლეი ოფში უკვე გასულია და ეს შეხვედრა მხოლოდ პრინციპულ დატვირთვას ატარებდა.

 

სამწუხაროდ, იტალიელებმა ჩვენი ნაკრები ოთხივე მეოთხედში დაამარცხეს - 1:4; 2:3; 3:5; 0:6

 

საბოლოოდ კი - 6:18

 

ქართველთა მხრიდან გოლები გაიტანეს: მაგრაქველიძე - 2; რურუა  - 1; ჯახაია - 1; ბითაძე - 1; ცრეპულია 1

 

1!8 ფინალში საქართველოს მეტოქე რუსეთი იქნება