კაWHY?

აქ დგას კავაი, რომელიც ამჯერადაც ტრავმირებული პოლ ჯორჯის გარეშე ითამაშებს. 

ერთად. სამივე გუნდი ჯოკრით თამაშობს. ხანდახან, ორი ჯოკრით. სამივე სიღრმით ქაჩავს.

კლიპერსი დღეს, 00:30-ზე ნიუ ორლეანზში გაიტესტება.

სერიოზული გარჩევა.

კავაი ლეონარდი ბრენდონ ინგრემს დააკვირდება და შანსია, რომ პერსონალურად დაიჭიროს ცელქი პერსონაჟი, რომელიც ლეიკერსიდან გაცვლის შემდეგ გაიხსნა.

ინგრემი ძალიან კარგია, მაგრამ კლიპერსი გაუმჯობესებული ოპონენტის სხვა ტიპებსაც შეასკდება.

ასევე, ძალიან კარგია დერიკ ფეივორსი, რომელიც იუტაში როტაციაში იკარგებოდა და აქ თავისი ადგილისთვის იბრძვის. ის გუნდის ძირითადი ცენტრია.

ძალიან კარგია სამწამიანის დაცვის დროს ჯექსონ ჰეიესი. ახალგაზრდა დაცვაში აკურატულია.

მოუმატა იტვონ მურმა, რომელიც კლიპერსს სანდო ოფციას აძლევს. ხანდახან, ძალიან სანდოს.

ჯოშ ჰარტს აქვს კარგი სამიანი და ბიჭი მშვენივრად იცავს პერიმეტრს გარე აგრესიისგან.

და, გუნდს მალე დაუბრუნდება ზაიონ უილიამსონი, რომელიც უბრალოდ, შეცვლის ბენდს.

კლიპერსიც პროგრესირებს.

შეიცვალა სეზონის სტარტთან შედარებით პატრიკ ბევერლი, რომელმაც რეგულარული სამიანების 15.4 პროცენტის ჩაგდებით დაიწყო. ავიდა ნოემებრში 32.7 პროცენტზე და ბოლო ორ თვეში 40 %-ზე ზის. პლიუს, იანვარში ბევერლი საშუალოდ 7.6 პასს აგროვებს. კლასიკა. პატის ეს კალათბურთი კლიპერსს კიდევ ერთ საკაიფო შემტევ ტიპს აძლევს.

და, აქ დგას კავაი, რომელიც ამჯერადაც ტრავმირებული პოლ ჯორჯის გარეშე ითამაშებს.

და, რატომ არის ლეონარდი ასეთი არარეალურად კარგი?

ვინ იცის? არც არავინ, მათ შორის, ლებრონმაც.