ბეილმა ბერნაბეუ ნაადრევად დატოვა

უელსელი შემტევი 82-ე წუთზე სტადიონიდან წავიდა

ლალიგის მე-20 ტურში რეალმა სევილია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

 

ესპანური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა მადრიდელთა შემტევმა, გარეთ ბეილმა ნაადრევად დატოვა. 30 წლის უელსელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა - ბეილი შეხვედრას ტრიბუნიდან თვალყურს ადევნებდა. წყაროს ცნობით, გარეთმა 82-ე წუთზე სტადიონი დატოვა.

 

ბეილი ასე უკვე არაერთხელ მოიქცა - მიმდინარე სეზონში მსგავსი ფაქტი მე-4-დ მოხდა. საყურადღებოა, რომ უელსელი შემტევი ამით კლუბის წესებს არ არღვევს. რეალის ფეხბურთელებს მე-80 წუთამდე მოედნის დატოვება ეკრძალებათ - გარეთი უკანასკნელ 10 წუთს არ ესწრება.

 

შეგახსენებთ, რეალი 43 ქულით ლალიგის ლიდერია. რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიური გუნდი 35 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.