წინ ანრი დეგლანის გრან-პრია

რთული შეხვედრების მოლოდინში

19 იანვარს, საფრანგეთის ქალაქი ნიცა "ანრი დეგლანის" სახელობის 46-ე საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები გაფართოვებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ ძალებს.

 

საქართველოს ნაკრები: 55 კგ - ზურაბ მაჭარაშვილი 60 კგ - ამირან შავაძე, ნუგზარ წურწუმია, გიზო მელაძე, დათო ჩხარტიშვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი, 63 კგ - ლერი აბულაძე, ქერიმ მაჩალიკაშვილი, ლევან ქავჟარაძე. 67 კგ - რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, შმაგი ბოლქვაძე. 72 კგ - იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, ნიკოლოზ ჭიკაიძე 77 კგ - ბექა მამუკაშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი, გელა ბოლქვაძე, დემურ ქავთარაძე, , დავით სოლოღაშვილი. 87 კგ - რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე, შალვა ხაჩიძე, თორნიკე ძამაშვილი, გურამ ხეცურიანი. 97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი, ვალერიან მურვანიძე. 130 კგ - ლევან არაბული, გიორგი ბარბაქაძე.

 

შეჯიბრებაში 21 ქვეყნის 250-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას , დაშვება +2 კგ.

 

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიხედვით