სეტიენი: ღმერთო ჩემო, ეს წარმოუდგენელია!

ესპანელი სპეციალისტი ბარსელონაში თავს ბედნიერად გრძნობს

ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, საკუთარ თანამდებობასა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

„დიდი კლუბები არასდროს მიკავშირდებოდნენ. ყოველთვის მცირედს ვითხოვდი, ამიტომ კარგად მესმის, რომ ამ დონის გამოწვევასთან შეჭიდება ძალზედ რთულია. ჩემი აზრით, ამ სამუშაოს შევეფერები. ვიდრე აქედან წავალ, ამ გუნდში ყოფნის თითოეული წამით სიამოვნების მიღება მსურს. როდესაც დილაობით ვიღვიძებ, ვფიქრობ: „ღმერთო ჩემო, ეს ფეხბურთელები უნდა გავწვრთნა!“. მსოფლიოში ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, დამიჯერეთ“, - თქვა სეტიენმა.

 

შეგახსენებთ, 13 მარტს 61 წლის ესპანელმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე შეცვალა. კატალონიურმა გრანდმა მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

 

ბლაუგრანა შემდეგ შეხვედრაში გრანადას უმასპინძლებს. მატჩი 19 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.