ლებრონი ყველაზე მაგრად იყიდება

ლებრონი ამ სეზონში ჩემპიონობას გეგმავს. აქვს უფლება. ლეიკერსი ძალიან კარგია.

პირველად, 2014 წლის შემდეგ, NBA-ს 2 ყველაზე გაყიდვად მოთამაშეში არ ზის სტეფ კარი.

გოლდენ სტეიტის ლიდერი დალეწილია. გოლდენ სტეიტიც დალეწილია. და, კარის მაისურები ნაკლებად იყიდება. ფანები სხვა გვარებზე ზიან.

ლებრონ ჯეიმსი პირველია. აქაც. ყველაფერში.

20014-2019 წლებში პირველ-მეორე ადგილზე ლებრონი ან კარი იყვნენ. ტიტანები.

ბოლო, ვინც ლიდერობდა და ზურგზე ჯეიმსი ან კარი არ ეწერა, იყო...კობი ბრაიანტი (2014)!

ყველაზე მაგრად ბოსტონის ჯეისონ ტეიტუმმა აკრიფა. შარშან - 15. წელს - 4. ტეიტუმმა ჯეიმს ჰარდენი და ლუკა დონჩიჩი დამარხა. ტეიტუმი კალათბურთის ამბებშიც მაგრად დგას.

ლებრონი ამ სეზონში ჩემპიონობას გეგმავს. აქვს უფლება. ლეიკერსი ძალიან კარგია.

და, აღმოსავლეთიდან წამოვა ის, ვინც ჯეიმსის შემდეგ, წელს ყველაზე მეტ მაისურს ყიდის. ბერძენი. მონსტრი.

იანის ანტეტოკუმპო.

ყველაზე გაყიდვადი, პოპულარული მოთამაშეები და ფრენჩაიზები გავიაროთ.

 

Top 15. მოთამაშეები: 1. ლებრონ ჯეიმსი; 2. იანის ანტეტოკუმპო; 3. სტეფ კარი; 4. ჯეისონ ტეიტუმი; 5. ჯეიმს ჰარდენი; 6. ლუკა დონჩიჩი; 7. კავაი ლეონარდი; 8. ენტონი დევისი; 9. ჯოელ ემბიდი; 10. კაირი ირვინგი; 11. ბენ სიმოსნი; 12. კევინ დიურანტი; 13. რასელ უესთბრუქი; 14. კემბა უოკერი; 15. ზაიონ უილიამსონი.

Top 10. ფრენჩაიზები: 1. ლეიკერსი; 2. ბოსტონი; 3. ფილადელფია; 4. ტორონტო; 5. მილუოკი; 6. გოლდენ სტეიტი; 7. ჰიუსტონი; 8. ჩიკაგო; 9. მაიამი; 10. ბრუკლინი.

ეს ლებრონის სამყაროა.