ტაკანოშოსთან მარცხი - ყველაფერი წინ არის...

ხვალ ლევანს უხერხული მეტოქე ელოდება...

ჰაცუ ბაშოს მერვე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოს დაუპირისპირდა. ამ შეხვედრას ორივე სუმოტორი ერთნაირი ბალნსით - 3:4-ზე შეხვდა, ურთიერთშეხვედრებში კი ეს პირველი დაპირისპირება იყო. 

 

ლევანს თითქოს კარგი ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) ჰქონდა, თუმცა ასეთივე მძლავრი შეტევებით აღარ გააგრძელა, რითაც ტაკანოშომ ისარგებლა და ერთფეროვანი მიწოლით (ოშიდაშით) ჩვენებური დაამარცხა.

 

ამ ორთაბრძოლის შემდეგ, ტოჩის ბალანსი 3:5-ზე გაუხდა, მიზანი კი 7-დან 5 გამარჯვებაა...

 

ხვალ ქართველი მისთვის უხერხულ მეტოქეს, მე-3 მაეგაშირა ტამავაშის შეერკინება, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს - 18:11.