რომლის დაბადება ყველამ გაიგო

გახსოვთ ბებეტოს გოლის ლეგენდარული აღნიშვნა? ეს 1994 წელს, ბრაზილია-ჰოლანდიის მეოთხედფინალში. სელესაომ 3:2 მოიგო, ბებეტომ კი იმ გოლით 2:0 გახადა ანგარიში. 

აღნიშვნა იყო საინტერესო და მანამდე უცხო: გოლის ავტორმა, რომარიომ და მაზინიომ ისეთი მოძრაობები გააკეთეს, თითქოს ბავშვს არწევდნენ. იმ დღეს ბებეტოს ვაჟი შეეძინა და მატეუსი დაარქვა.

 

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, მატეუსი ფეხბურთელი გახდა. მამასავით, რა თქმა უნდა, ვერა...  თავიდან მამასავით ფლამენგოში დაიწყო, მერე პორტუგალიაში გააგრძელა კარიერა. ეშტორილში და მერე გიმარაეშში. ამჟამად ბრაზილიაში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

 

სხვათა შორის, შარშან მატეუსმა გიორგი მაკარიძის გაუტანა გოლი.