ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი გურამ კაშიაზე...

ინგლისის ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ჩელსის ნახევარმცველი მეისონ მაუნტი გურამ კაშიაზე საუბრობს. სტატია Daily Mail-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, კაშია და მაუნტი ერთად იყვნენ ვიტესში. ქართველი გუნდის კაპიტანი გახლდათ, ინგლისელი კი 18 წლის იყო და ჩელსიმ გაანათხოვრა ჰოლანდიურ კლუბში.

 

„ბავშვი ვიყავი. შევედი გასახდელში და ყველას ხელი ჩამოვართვი. კაშიამ მოგვიანებით, სეზონის ბოლოს მითხრა: „თავიდან ვერც დავიჯერე, რომ ჩელსის ფეხბურთელი იყავი. დაბნეული ჩანდი და არ გჯეროდა, რომ ჩელსიმ კონტრაქტი გაგიფორმა“.

 

...ეტყობა, დაკარგული და შეშინებული ვიყავი, მაგრამ სეზონის ბოლოს ვიტესის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. 14 გოლი გავიტანე. იქ ბევრი ვისწავლე. კაშიამ მითხრა, რომ ჩემს შეფასებაში ცდებოდა. დავუმტკიცე, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვიყავი“.

 

ისე, სანამ ვიტესში გაანათხოვრებდნენ, მაუნტმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო 19-წლამდელებში და მეტიც, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. სწორედ ის ჩემპიონატი, საქართველოში რომ გაიმართა. ეს 2017 წელს...