ტორპედო - დღე-დღეზე გავიგებთ, ვადა კი ერთი კვირაა

ქუთაისის ტორპედოს საკითხი სამშაბათს, ალბათ, საბოლოოდ გაირკვევა. წესით, ასე უნდა მოხდეს. 

იტალიელი პოტენციური ინვესტორები ქუთაისში მართავენ მოლაპარაკებებს ქალაქის მერიასთან. არის დეტალები, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდებოდა და დროც მიდის. ყველაფერი გასარკვევია: ინვესტორის ვალდებულებები, კონტრაქტები...

 

სანდო წყაროდან გავიგეთ, რომ შეთანხმებამდე ბევრიც არაა დარჩენილი.

 

და როდემდე აქვს ვადა ტორპედოს? როგორც შევიტყვეთ, 27 იანვრამდე. და თუ შეთანხმება ვერ შედგა, ტორპედოს რეგიონულ ლიგაში დააქვეითებენ. ამ შემთხვევაში 9-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე გადაწყვეტენ.