ზამთრის თასზე 15 წლამდელებში ფინალისტები გაირკვა

ბათუმში ფინალს ელოდებიან

ზამთრის თასის 15 წლამდე ტურნირზე ერთმანეთს თბილისის დინამო და ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემია შეხვდებიან. დინამომ, რომელმაც ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 1/2 ფინალში ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემია 9:2 დაამარცხა.

 

ბ ჯგუფის მეორე ადგილოსანი სფფ-ს რუსთავის აკადემია 1/2 ფინალში საბურთალოს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 მოუგო.

 

ზამთრის თასზე 15 წლამდელთა ფინალი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 19:20-ზე დაიწყება. რაც შეეხება ლეგენდების ტურნირს, ჯგუფურმა ეტაპმა 13:30-ზე აიღო სტარტი და დღეს დასრულდება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ვეტერანთა ნარკების პირველი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყო. ჩვენმა თანამემამულეებმა 5:2 მოიგეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინამ ესპანეთი 4:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თურქეთი კი მეორე პოზიციას დასჯერდა.