ლეგენდების ტურნირი დასრულდა: ჩემპიონები, საუკეთესოები

ლეგენდების ტურნირზე ჩემპიონი გახდა უკრაინის ნაკრები. 

სამწუხაროდ, ფინალში გასულმა საქართველომ წააგო - 0:1. ბოლო წუთებზე ედუარდ ციხმეისტრუკმა გაიტანა. 

 

ტურნირი მეოთხედ გაიმართა და აქამდე ვეტერანთა ტურნირზე ორჯერ საქართველომ მოიპოვა პირველი ადგილი, ერთხელაც - თურქეთმა. უკრაინისთის კი ეს პირველი გამარჯვებაა. 

 

სპეციალური პრიზი გადასცეს საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელ ალენ ჟირესს. მან ამ ტურნირზე უეფას შემადგენლობაში ითამაშა. ჟირესი 68 წლისაა!

 

საუკეთესო მეკარე - ვიტალი რევა (უკრაინა)

ბომბარდირი - გეორგიოს კარაგუნისი (საბერძნეთი, 4 გოლი)

საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე იაშვილი

 

იაშვილი რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელოც გახდა. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისეთ ფორმაშია, დღესაც ბევრ ახალგაზრდას აჯობებს.

 

15-წლამდელთა შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა რუსთავის სფფ აკადემიის გუნდი. 

 

https://leadersport.ge/ge/news/details/11547