ახლა შენი ჯერია სტეფ კარი

ტომი ტომპსონმა ბურთი კალათში ფეხით ჩააგდო

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ტომი ტომპსონმა გოლდენ სტეიტის არენაზე ეფექტური „ტრიუკი“ აჩვენა. სან ხოსე ერტკვეიქსის ფეხბურთელმა ტრიბუნისქვეშა გვირაბიდან ბურთი კალათში ფეხით ჩააგდო.

 

„ახლა შენი ჯერია, სტეფ კარი“ - დაწერა ინსტაგრამის გვერდზე ტომპსონმა.

 

 

ტომი ტომპსონმა შეგვახსენა კარის ჩვევაზე თამაშის წინ გვირაბიდან ბურთის კალათში სროლის თაობაზე, რასაც ის ორაკლ არენაზე მუდამ აკეთებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც გუნდმა არენა გამოიცვალა, ეს ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, რადგან გვირაბი მოუხერხებელ ადგილასაა. ტომი ტომპსონმა კი, გვიჩვენა, რომ ბურთის კალათში ჩაგდება იქედანაც შესაძლებელია. თან, ფეხითაც.