დუდამ თასი წამოიღო

პორტუგალია დუდა სანაძის ტერიტორიაა

ოლივეირენშე დუდას გუნდია. და, ამ გუნდმა პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო. დამსახურებულად. 

 

დუდა გუნდში ერთ-ერთი ლიდერია. და, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების სნაიპერმა 14 ქულა აიღო. ამ სტადიაზე ოლივეირენშემ სპორტინგი 93:88 გააჩერა. 

 

მისია თითქმის შესრულებული იყო და დუდა ფინალში გადავიდა. 

 

და, იქ, 83:81 ბენფიკასთან. ტურნირის ფავორიტთან.  

 

სანაძე ფინალშიც შეუცვლელია - სასტარტოში 22 წუთი და 17 ქულა. 

 

ჩვენი ბიჭის სტატისტიკა 12/7 ზუსტი სროლით უფრო ეფექტური გახდა. დუდაც ეფექტური იყო. 

 

სანაძემ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. 

 

ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და პორტუგალიის ჩემპიონატში ოლივეირენშე მეოთხე ადგილზე ზის. სათამაშო ჯერ ბევრია.