რონალდუმ ისტორია დაწერა

კრიშტიანუს ვერ აჩერებენ

სერია ა-ს მე-20 ტურში იუვენტუსმა მორიგი 3 ქულა აიღო. სარის შეგირდებმა პარმას უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. საერთოდაც პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია.

 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სუპერვარსკვლავს 16 გოლი დაუგროვდა. აქედან გამომდინარე იგი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში ზედიზედ 14 სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა.

 

 

პორტუგალიელმა სეზონი არცთუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს აშკარად მოუმატა. წინა 8 მატჩში 34 წლის ფორვარდმა 11 გოლი გაიტანა. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე 24 მატჩი და 18 შეგდებული ბურთია.