სტეფ კარი ბრუნდება

გუნდს აქვს შანსი, რომ მომდევნო დრაფტზე Top 5 არჩევანი მიიღოს. 

გოლდენ სტეიტი ფლეი ოფში ვერ შევა. სტაბილური დომინაციის შემდეგ, უორიორზი დაისვენებს. ლიგისთვის ასე უკეთესია. გოლდენ სტეიტი პოდიუმზე ბრუნდება.  

და, პროცესში, ცუდი რეგულარულის მეორე ნახევარში გუნდის სასტარტო ხუთეულში იდგება ის, მკვლელი.

სტეფ კარი.

რომელმაც მოიტეხა ხელი. რომელიც ელოდებოდა ექიმების ნებართვას. რომელსაც მოენატრა კალათბურთი. რომელიც გუნდს იმედს მისცემს.

სტეფი 30 ოქტომბრის შემდეგ ვერ თამაშობდა. და, სტეფი 1 მარტს დაბრუნდება. როდესაც გოლდენ სტეიტი ვაშინგტონს გატესტავს. კარის სეზონის ბოლომდე 22 თამაში დარჩება.

ორგზის MVP. პერსონაჟი, რომელმაც შეცვალა კალათბურთი. სერიული მკვლელი ბავშვის თვალებით. სტეფი ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ლიგის ყველაზე გავლენიანი, პოპულარული, შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

კარისთან ერთად გოლდენ სტეიტი საფლეიოფო დონეზე ვერ ავა, მაგრამ ოდნავ მეტს მოიგებს. დღეს, უორიორზი სტაბილურად ცუდია და უკეთესი იქნება, თუ სტაბილურად ცუდად დარჩება.

ამ შემთხვევაში, გუნდს აქვს შანსი, რომ მომდევნო დრაფტზე Top 5 არჩევანი მიიღოს. კარისთან ერთად ეს შანსი შემცირდება. სტეფი მოედანზე წასაგებად არ გადის. სტეფი იგებს.

გოლდენ სტეიტი კარის გუნდია.

მომღიმარი, სუსტი კაცი დაკუნთული ჯარისკაცების და ტრანსფორმერების სამყაროში. სტეფმა ბევრი მოიგო და სტეფში 3-4 კარგი სეზონი არის დარჩენილი. შეიძლება, ოდნავ მეტიც.

ჩვენ ველოდებით სტეფს.

NBA კიდევ ერთხელ შეიცვლება.