გოგა ბითაძემ 4 შემოხაზა

ინდიანა ძალიან კარგია და მეორე ეშელონის გუნდებში ყველაზე სექსუალურად, მიმზიდველად გამოიყურება. 

ინდიანა იგებს. დენვერში, 115:107. და, გოგა ბითაძემ კონკრეტულ დროში კონკრეტული სარგებლის მოტანა დაამუღამა. კარგი ბიჭი.

გოგამ არასრულ 6 წუთში თამაშიდან 2 სროლა გამოიყენა და 4 ქულა აკრიფა. 2 მოხსნასთან ერთად. გოგამ ლიმიტირებულ დროში მიხედა საქმეს.

ინდიანამ კიდევ ერთი გასვლა წამოიღო. კიდევ ერთ კარგ გუნდთან. კიდევ ერთხელ, სიღრმით, ყველა მოთამაშის კონტრიბუციით. ის, რაც უნდა იყოს.

პეისერზი მალე ვიქტორ ოლადიპოს გახსნის. და, გუნდი აღმოსავლეთის Top 3 იქნება. თუ, უკვე არ არის. მაგარი საკამათო თემაა.

ინდიანაში პირველი სამმაგი დუბლი გლიჯა დომანტას საბონისმა. ლიტველმა ნაგეთსს 22, 15 მოხსნა და 10 პასი დაუსვა და ჭრილობა თამაშის ბოლომდე არ შეხორცდა.

საბონისი ასკდებოდა ნიკოლა იოკიჩს და არ დაიშალა. ეპიზოდებში, ლიტველი იოკიჩზე სოლიდური, ბევრჯერადი იყო.

ინდიანამ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. კლასიკა.

პეისერზმა ბოლო მეოთხედი 41:26 დასვა. და, ამ დროში დაგ მაკდერმოტმა 18 (სულ - 24) ქულა აიღო. ინდიანას მოწინააღმდეგეს ზედიზედ მეხუთე თამაშში არ ჰყავდა ტრავმირებული ვეტერანი პოლ მილსეპი.

ინდიანამ ბევრი უნდა მოიგოს. ინდიანა ძალიან კარგია და მეორე ეშელონის გუნდებში ყველაზე სექსუალურად, მიმზიდველად გამოიყურება.

გუნდი, რომელიც შექმნეს ჭკვიანმა პრეზიდენტმა და მშრომელმა მწვრთნელებმა.

გუნდი, სადაც გოგა ბითაძე დგას.

კარგი გუნდი.