ასეთი ტოჩი მოგვენატრა! - ქართველის გამარჯვება ტამავაშისთან! (+ვიდეო)

ტოჩინოშინის ჭადრაკი - ჯერ მიწოლა, შემდეგ მავაში...

ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღეს, ტოჩინოშინი, მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტამავაშის დაუპირისპირდა. ქართველი ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, რაც, ტრავმისა და გაციების გამო, მოსამზადებელი ეტაპის არასრულყოფილად გავლას უნდა მივაწეროთ. ძნელად პროგნოზირებადია, ლევანი როდის რა შედეგს აჩვენებს.

 

დღეს, ტოჩინოშინმა შესანიშნავი სუმო შემოგვთავაზა, თავდაპირველად მოწინააღმდეგეს აგრესიული ოში-ძუმო (დისტანციაზე ბრძოლა) დაუპირისპირა, რამაც ტამავაში ნამდვილად დააბნია, შემდეგ ჰიდარი უვატე (მარცხენა ხელით მავაშიში ჩაავლო) აიღო და მოწინააღმდეგე ტავარას მიღმა იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) გადაიყვანა...

 

9 დღის შემდეგ, ეს ქართველისთვის მეოთხე გამარჯვება იყო. ლევანი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი - 8 გამარჯვება) იბრძვის და დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 4 უნდა მოიგოს...

 

მისი მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 1:3 აგებს...