მესი–16; ბურთის სიყვარული

 ბარსელონას კიკე სეტიენის მოსვლა დაეტყო. როგორც იცით, სეტიენს უყვარს ბურთის კონტროლი, ბევრი მოკლე და საშუალო პასი. აი, ფაქტიც: გრანადასთან ბარსას ბურთის ფლობის პროცენტი ძალიან მაღალი იყო – 82,6.

 ეს საუკეთესო შედეგია ბოლო 9 წლის განმავლობაში. რეკორდი კი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ ბარსელონას ეკუთვნის – 84 პროცენტი.

 

სხვათა შორის, ლა ლიგის ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა ერთ შეხვედრაში 1000–ზე მეტი პასი გააკეთა. 1005 – ამდენი გადაცემა იყო გრანადასთან. წინა ორ შემთხვევაშიც ბარსელონა გადასცდა ათასიანს.

 

როგორც იცით, კატალონიელებმა ლეო მესის გოლით მოიგეს – 1:0. მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 16 წელიწადში თუნდაც ერთი გოლი გაიტანა.