შერმადინმა კიდევ ერთხელ დაგლიჯა

გიორგის საშუალო სტატისტიკა მიმდინარე რეგულარულში - 18.3 ქულა, 7.2 მოხსნა, 1.6 პასი.

ესპანეთის ჩემპიონატში მაგარი ჯარისკაცები გვყავს.

და, გიორგი შერმადინი ესპანეთში პირველი ცენტრია. გიორგი პირველია NBA-ს შემდეგ პირველ ლიგაში. პირველი პირველთან.

ესპანეთში უკვე 18 ტური დაიფარა. და, გიორგი მეოთხედ დაასახელეს საუკეთესოდ. სოლიდური შედეგია. ტენერიფეს წარმატება გიოს მზადყოფნაზე, მუღამზეა დამოკიდებული.

ესტუდიანტესთან შერმადინი ამტვრევდა, კლავდა.

ტენერიფემ თამაში 76:59 წამოიღო და შერმადინმა 21 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა დაირტყა. სტაბილურად, დინჯად, დამაჯერებლად. გიომ 10 საჯარიმოდან 9 გამოიყენა და ცოცხალი სროლებიც კარგი პროცენტით შეასრულა.

გიომ მარგი ქმედების კოეფიციენტის გრაფაში 31 დაიწერა.

MVP.

გიორგის გუნდს არ აქვს პრეტენზია ჩემპიონობაზე. ფლეი ოფი იქნება და იქ რა იქნება, ვნახავთ.

და, შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. გიო, ჯერ, მეორეა. პირველზე ბარსელონას ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩია.

მიროტიჩი, რომელიც ევროპის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

გიორგის საშუალო სტატისტიკა მიმდინარე რეგულარულში - 18.3 ქულა, 7.2 მოხსნა, 1.6 პასი.

ბრავო, გიო. მართლა, ბრავო!