ტიმო ლივერპულშიო

გაუშვებს ლიდერს ლაიფციგი?


გერმანული ბილდის ცნობით, ბუნდესლიგის პირველადგილოსანი ლაიფციგის მრიცხანე ფორვარდი ტიმო ვერნერი, შესაძლოა, პრემიერლიგის ლიდერ ლივერპულში გადაბარგდეს. 
ვერნერის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევრო არის, თუმც რაც უფრო დიდხანს დარჩება ის ლაიფციგში, ფასიც შესაბამისად დაიწევს და ბოლოს, შესაძლოა, ისეც მოხდეს, მთლად მინიმალურ ფასად გაიყიდოს. 

 

 

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მოსალოდნელია რომ იქაურობას ის ზაფხულში დატოვებს. თანაც, ამბობენ, რომ ნაბი კეიტას ტრანსფერის შემდეგ ლაიფციგსა და ლივერპულს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.   

23 წლის ტიმო ვერნერმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.  ვერაფერს იტყვი, ჩინებული შედეგია.