გავაშელიშვილი თამაშობს – ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნეს სძლია

მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა.

ერთი წელი ბევრ ფეხბურთელს გასცდენია, მაგრამ აქ სხვა ვითარებასთან გვქონდა საქმე: ლოკოს ფორვარდს მძიმე ავადმყოფობა (სიმსივნე) დაუდგინეს და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. 

 

ლოკომოტივმა წლის პირველ ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო მესამელიგელ სპაერს, გავაშელიშვილი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. გოლები გიორგი იაკობიძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.