რუსთავი ჩემპიონია და კაქტუსმა მაინც დაგლიჯა

დამატებით დროში საბა ლობჯანიძემ (25, 5 მოხსნა) 7 საჯარიმო გამოიყენა. 

ქორქია/საკანდელიძის მემორიალი დამთავრდა.

სეზონის მთავარმა ფავორიტმა პირველი ჯეკპოტი მოხსნა.

ჩემპიონი რუსთავია. რომელმაც გაუშვა ბერძენი კეცელიდისი და რუსთაველი ბოისა დააწინაურა. და, პატარა ბოისამ ფინალი დაიტოვა.

იქ, ბოლო დონეზე რუსთავი კაქტუსს დაელაპარაკა. საინტერესო, მაგრამ არასტაბილურ გუნდს. კაქტუსში ლექციებს აჩიკო ჟღენტი კითხულობს და გუნდმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, ბევრს აწყენინა.

უბრალოდ, ფინალში ცოტა უნდა გაგიმართლოს. და, კაქტუსს არ გაუმართლა. პირველ რიგში, რომ რუსთავს შეხვდა. გუნდს, რომელმაც სეზონის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების რამდენიმე კანდიდატი დაიმატა.

გუნდს, რომელმაც აკრიფა. და, ჯერ მაგრად შორს არის საუკეთესო კონდიციებისგან.

აქ, ფინალში რუსთავი ძირითადი დროის ბოლო წამებზე გადარჩა. ბურთი კაქტუსს ჰქონდა, მაგრამ მაიკლ დევისმა (31 ქულა) სამიანი ვერ ააფეთქა.

დამატებით დროში საბა ლობჯანიძემ (25, 5 მოხსნა) 7 საჯარიმო გამოიყენა. საბა უმატებს.  მოქმედი ჩემპიონი დელტაში. უნდა მოუმატოს.

რუსთავმა 89:86 მოიგო.

დაძაბული, დრამატული, ჰოლივუდური ფინალი ლოკალური კადრებით. ფინალი, რომელიც არ დაგვავიწყდება.

რუსთავს სეზონის პირველ ტიტულს ვულოცავთ. გუნდი სუპერლიგაში ჯერ უკან არის, მაგრამ უნდა დაქაჩოს და მაგარი სახიფათო იქნება. ვისაც არ უნდა შეხვდეს ფლეი ოფში.

რუსთავი ქორქია/საკანდელიძის ჩემპიონია. და, რუსთავში კიდევ ერთი თასი ჩადის.

დამსახურებულად.  

 

ფოტო: www.gbf.ge