მოტივაცია

ულამაზესი რუსი ჩოგბურთელი სპორტიდან წასვლას ჯერ არ აპირებს

მარია შარაპოვას წარსულში ბევრი პრობლემა ჰქონდა და ახლა ასაკიც ისეთი აქვს (32), უკვე აქტიური სპორტიდან წასვლაზე ფიქრს რომ იწყებენ, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის დაწყებამდე მის მოტივაციაზე ისაუბრა

 

"გაჩერებაზე არ ვფიქრობ, ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს, რომ შრომა იმავე ძალისხმევით გავაგრძელო, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი"

 

 

შარაპოვამ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ვაილდ ქარდი მიიღო. ის WTA-ს რეიტინგში ამჟამად 145-ე ადგილს იკავებს და 21 იანვარს მე-19 ადგილზე მყოფ სერბ დონა ვეკიჩს ეთამაშება. ამავე ტურნირის წინა გათამაშებაში, მან, პირველივე რაუნდში, შეხვედრა ამერიკელ ჯენიფერ ბრედისთან დათმო.